ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.
ამ 20 ქალაქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. შესაბამისად, აქ მერების ასარჩევად 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.
მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.
თბილისი
დათვლილია უბნების 46.81%
- ნიკა მელაია, ენმ — 34.27%
- კახა კალაძე, „ქართული ოცნება“ — 45.28%
რუსთავი
დათვლილია უბნების 61.36%
- დავით კირკიტაძე, ენმ — 43.81%;
- ნინო ლაცაბიძე, „ქართული ოცნება“ — 44.92%;
ბათუმი
დათვლილია უბნების 37.14%
გიორგი კირთაძე, ენმ — 42.6%;
არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ — 41.07%;
ფოთი
დათვლილია უბნების 57.58%
- გიგი უგულავა, ენმ — 37.73%;
- ბექა ვაჭარაძე, „ქართული ოცნება“ — 47.58%;
ქუთაისი
დათვლილია უბნების 43.55%
- ხატია დეკანოიძე, ენმ — 43.84%;
- იოსებ ხახალეიშვილი — 41.53%;
თელავი
დათვლილია უბნების 73.36%
- გიორგი ბოტკოველი, ენმ — 44.96%;
- ლევან ანდრიაშვილი, „ქართული ოცნება“ — 47.18%;
თიანეთი
დათვლილია უბნების 100%
- ლევან წიკლაური, „ქართული ოცნება“ — 43.19%;
- თამაზ მეჭიაური, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ — 30.09%;
ქარელი
დათვლილია უბნების 87.5%
- ნიკოლოზ ახალკაცი, ენმ — 33.59%
- ზაზა გულიაშვილი, „ქართული ოცნება“ — 45.77%;
ხაშური
დათვლილია უბნების 86.79%
- იოსებ ბუაძე, ენმ — 35.53%;
- თენგიზ ჩიტიშვილი, „ქართული ოცნება“ — 44.29%;
ცაგერი
დათვლილია უბნების 100%
- ბესარიონ ბენდელიანი, „გახარია — საქართველოსთვის“ — 35.02%;
- გიორგი ნემსაძე, „ქართული ოცნება“ — 49.34%;
ბაღდათი
დათვლილია უბნების 96.77%
- გიორგი რობაქიძე, ენმ — 36.19%;
- კახა ენუქიძე, „ქართული ოცნება“ — 49.52%;
წყალტუბო
დათვლილია ხმების 39.13%
- ზაზა მეტრეველი, ენმ — 43.02%;
- გენადი ბალანჩივაძე, „ქართული ოცნება“ — 46.83%;
ოზურგეთი
დათვლილია უბნების 44.44%
- ავთანდილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“ — 39.13%;
- კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი — 28.53%;
სენაკი
დათვლილია უბნების 36.36%
კობა ნაყოფია, ენმ — 40.23%
ვახტანგ გადელია, „ქართული ოცნება“ — 41.41%
მარტვილი
დათვლილია ხმების 80%
- თემურ ჯანაშია, ენმ — 37.92%
- თორნიკე ჯანაშია, „ქართული ოცნება“ — 42.41%
ხობი
დათვლილია უბნების 66.67%
- ბესიკ შენგელია, ენმ — 35.24%;
- დავით ბუკია, „ქართული ოცნება“ — 46.56%;
ზუგდიდი
დათვლილია უბნების 49.54%
- ანზორ მელია, ენმ — 47.46%;
- მამუკა წოწერია, „ქართული ოცნება“ — 40.62%;
წალენჯიხა
დათვლილია უბნების 82.76%
- გიორგი ხარჩილავა, ენმ — 41.02%;
- გოგა გულორდავა, „ქართული ოცნება“ — 37.17%;
ჩხოროწყუ
დათვლილია უბნების 60.71%
- ბადრი ქარჩავა, ენმ — 34.9%;
- დათო გოგუა, „ქართული ოცნება“ — 46.53%;
ხელვაჩაური
დათვლილია უბნების 91.49%
- მიშა ბოლქვაძე, ენმ — 41.18%;
- ზაზა დიასამიძე, „ქართული ოცნება“ — 42.9%;