ახალი ამბები

„ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 49%-მდე მიიღო — ცესკოს წინასწარი მონაცემები

3 ოქტომბერი, 2021 • 2708
„ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 49%-მდე მიიღო — ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 07:45 საათისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 38.63%. ამ მონაცემების შედეგად, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული აქვს ხმების 48.56%.

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტი“] მიხედვით, „ოცნება“ დათანხმდა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართებოდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა. თუმცა „ოცნებამ“ ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დატოვა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით [07:45 საათი], პარტიების შედეგი საქართველოს მასშტაბით ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ — 48.56%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 31.23%;
  • „გახარია — საქართველოსთვის“ — 6.87%;
  • „ლელო“ — 2.6%;
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — 1.42%;
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — 1.82%;
  • „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ — 1.27%;
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — 1.25%;
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ — 1.04%

დანარჩენი პარტიების მონაცემები ამ დროისათვის 1%-ზე ნაკლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი