ახალი ამბები |

“ოცნება” — 41.51%, ენმ — 28.93% — “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პირველადი მონაცემები თბილისში

3 ოქტომბერი, 2021 | | 2356
“ოცნება” — 41.51%, ენმ — 28.93% — “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პირველადი მონაცემები თბილისში

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დათვლილია უბნების 15.39%.

შედეგად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 44.8%-ით ლიდერობს, ნიკა მელიას — 35.06% აქვს, ხოლო მესამე ადგილს 8.98%-ით გიორგი გახარია იკავებს.

პროპორციული არჩევნების შედეგები თბილისში ასე ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” — 41.51%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 28.93%
  • გახარია – საქართველოსთვის — 8.31%
  • ლელო — 3.39%

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში “ქართული ოცნება” ყველა ოლქში ლიდერობს, გარდა ზუგდიდისა და წალენჯიხისა.

რაც შეეხება მერის არჩევნებს, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია წალენჯიხაში, ზუგდიდში, ხობში, ფოთში, მარტვილში, ოზურგეთში, ხელვაჩაურში, ხულოში, ქუთაისში,  ხარაგაულში, ხაშურში, გორში, წალკაში, თიანეთში, თელავში, რუსთავსა და თბილისში.

ამავე მონაცემებით, დმანისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში იმარჯვენს ენმ-ის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ ოლქში “ქართული ოცნება” პირველივე ტურში გამარჯვების კანდიდატია.

სამოქალაქო საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ შედეგებს როგორც ითვლის ცესკოს მიერ ატვირთული, ისე უბნებზე წარმომადგენლების მიერ მიღებული ოქმებიდან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირველადი მონაცემები ამ დრომდე [05:30] არ გამოუქვეყნებია.

სამოქალაქო საარჩევნო კომისია შედეგებს აქვეყნებს ვებ-გვერდზე: cec.org.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი