ახალი ამბები

უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა, ცესკოს პირველადი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია

3 ოქტომბერი, 2021 • 1028
უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა, ცესკოს პირველადი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია

უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა, თუმცა ცესკოს არჩევნების პირველადი შედეგები ჯე არ გამოუქვეყნებია.

ცესკოს ვებგვერდზე ამჟამად განთავსებულია ოქმების ნაწილი, თუმცა დაჯამებული სახით მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92%-მა მიიღო. 20:00 საათამდე უბნებზე 1 815 776 ამომრჩეველი გამოცხადდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

მასალების გადაბეჭდვის წესი