ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით თბილისში “ქართულმა ოცნებამ” 38.5 % , ენმ-მ კი 31.9 % მიიღო. პარტიების პროპორციული შედეგი სრულად ასე გამოიყურება 20.00 საათის მონაცემებით:
- ქართული ოცნება – 38,5%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31,9%
- საქართველოსთვის – 7,7 %
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
- ლელო – 3,7%
- ხალხისთვის – 2,3%
- გირჩი – 2,2%
- მოქალაქეები – 1,3%
- ევროპული საქართველო – 1,0 %
- სხვა პარტიები – 6,6%
ეს არის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები, რომელიც ასახავს მონაცემებს 20.00 საათისთვის.
თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები ეგზიტპოლის მიხედვით კი ასე გამოიყურება:
- კახა კალაძე – 40,5 %
- ნიკა მელია – 39,9 %
- გიორგი გახარია – 8,9 %
- ანა დოლიძე – 4,1 %
- ანა ბიბილაშვილი – 2,5 %
- სხვა კანდიდატები – 4,1%
„მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „IPSOS-მა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%. რესპოდენტები შეირჩნენ შემთხვევითობის პრინციპით.
ეს არის შედეგები 20.00 საათის მონაცემებით და ასახავს პარტიების და კანდიდატების შედეგებს თბილისში.
შენნინშვნა: თავდაპირველად აქ გამოქვეყნებული მონაცემები წარმოადგენდა ეგზიტპოლის შედეგებს 17.00 საათისთვის. ამჟამად, მთავარი არხის მონაცამებით, აქ ასახულია 20.00 საათის მონაცემები. 17.00 საათის მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობდა ნიკა მელია 40.8 %-ით.