ახალი ამბები

ოცნება — 47.6%, ენმ — 27.1%, — „იმედის“ ეგზიტპოლი

2 ოქტომბერი, 2021 • 1113
ოცნება — 47.6%, ენმ — 27.1%, — „იმედის“ ეგზიტპოლი

ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები 18:00 საათისთვის ასე გამოიყურება:

  • კახა კალაძე, „ქართული ოცნება“ — 51.3%;
  • ნიკა მელია, ენმ — 34.6%;
  • გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“ — 5.6%.

პარტიების მიერ საქართველოს მასშტაბით მიღებული შედეგი 18:00 საათისთვის:

  • „ქართული ოცნება“ — 47.6%;
  • ენმ — 27.1%;
  • „საქართველოსთვის“ — 6.8%.

„იმედის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, “გორბის” ეგზიტბოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი თბილისში მდებარეობს. “იმედის” ინფორმაციით, სულ გამოიკითხა 11 000 ადამიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი