ახალი ამბები

ვინ ურეკავს სამთავრობო ქოლცენტრის სახელით მოქალაქეებს და ეკითხება, იყვნენ თუ არა არჩევნებზე

2 ოქტომბერი, 2021 • 1228
ვინ ურეკავს სამთავრობო ქოლცენტრის სახელით მოქალაქეებს და ეკითხება, იყვნენ თუ არა არჩევნებზე

მოქალაქეებს ურეკავენ „სამთავრობო ქოლცენტრიდან“ და არჩევნებზე წასვლა/არწასვლის შესახებ კითხვებს უსვამენ. თავად მთავრობა უარყოფს, რომ ასეთი ქოლცენტრის არსებობს.

„მთავრობის ქოლცენტრიდან გირეკავთ… აქ ვიმყოფები ახლა“, – ასე პასუხობს მოქალაქე ანა თალაკვაძეს ქალი, რომელიც მანამდე თათიას სახელით წარუდგინა თავი და ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა არჩევნებზე.

დამატებით კითხვებზე, მაგალითად, საიდან აქვს მოქალაქის პირადი სატელეფონო ნომერი, „თათია“ პასუხობს, რომ ეს არ არის პირადი ნომერი.

„მე ვიმყოფები მთავრობის ქოლცენტრში და ვამოწმებ, იყავით თუ არა არჩევნებზე, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. ეს თქვენი ნებაა. უზრდელი ხართ“, – ამატებს ის.

ნეტგაზეთმა თავადაც დარეკა აღნიშნულ ნომერზე, ზარი იმავე ადამიანმა აიღო. კითხვებზე, რას წარმოადგენს „სამთავრობო ქოლცენტრი“, გვიპასუხეს: „არ ვართ კომპეტენტური, გიპასუხოთ, კარგად ბრძანდებოდეთ“.

შემდგომ ზარებს ნომერი აღარ პასუხობს.

პასუხებს ველოდებით როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე, ცესკოდან და „ქართული ოცნებიდან“. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ არანაირი ქოლცენტრი არ აქვთ შექმნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი