ახალი ამბები

დეკანოიძე: ქუთაისში შემაჯამებელ ოქმი წინასწარ შეავსეს

2 ოქტომბერი, 2021 • 1364
დეკანოიძე: ქუთაისში შემაჯამებელ ოქმი წინასწარ შეავსეს

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის 124-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი.

“ხელმოწერა უკვე არსებობს, მერე რომ მზად იყვნენ და რაღაც ციფრები ჩაწერონ. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა”, – აღნიშნავს დეკანოიძე.

შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო პროცედურებისა და ხმის დათვლის დასრულების შემდეგ დგება, როდესაც უკვე ცნობილია, რომელმა კანდიდატმა რამდენი ხმა მიიღო და კომისიის წევრები მასში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ. ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის ცესკოსთან გადამოწმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი