ახალი ამბები |

გლდანის 72-ე უბანზე პოლიცია გამოიძახეს

2 ოქტომბერი, 2021 | | 432
გლდანის 72-ე უბანზე პოლიცია გამოიძახეს

გლდანში, 72-ე უბანზე ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც საუბნო კომისიის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

მოძრაობა “დროას” წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე საჩივრის  დაწერის საშულაებას არ აძლევდა, თუმცა ადგილზე კამერების მისვლის შემდეგ მას უთხრეს, რომ საჩივრის დაწერის უფლება აქვს.

ინციდენტის დროს კომისიის შენობაში საპატრულო პოლიცია შევიდა, რომლის წარმომადგელებმაც განმარტეს, რომ მათ კომისიის თავმჯდომარემ მიმართა, რადგან საარჩევნო პროცესს ხელი ეშლებოდა. პოლიციამ ჟურნალისტებს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.

დროას წარმომადგენლების განმარტებით, უბანზე ფანჯარა ღია იყო და გაურკვეველი პირი კომისიის წევრებს გარკვეულ  ფურცლებს აწვდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი