ახალი ამბები

ენმ ითხოვს დედოფლისწყაროს პირველი უბნის დახურვას

2 ოქტომბერი, 2021 • 934
ენმ ითხოვს დედოფლისწყაროს პირველი უბნის დახურვას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში პირველი საარჩევნო უბანი უნდა დაიხუროს. ამისი მიზეზი კი დარღვევებია.

როგორც დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, აღნიშნულ უბანზე ყუთი დალუქული არ იყო.

„იქ 100-ზე მეტ მოქალაქეს ხმა მიცემული აქვს. ბუნებრივია, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს და ვითხოვთ უბნის ბათილობას, ასევე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს“, – ამბობს კორძაია ბრიფინგზე.

ნეტგაზეთმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი