ახალი ამბები

10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია

2 ოქტომბერი, 2021 • 720
10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია

დღეს, 2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ადიგლობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.41% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველია.

შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა 10 საათისთვის 6.74%იყო, მაშინ 10 საათამდე საარჩევნო უბნებზე მივიდა 231 736 ამომრჩეველი.

ცესკოს განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც ხმა რეგისტრირებული ამომრჩევლების 11,2-მა პროცენტმა მისცა, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ამ დროისთვის ქვემო ქართლშია დაფიქსირებული, 6.1%.

მასალების გადაბეჭდვის წესი