ახალი ამბები

2 ამომრჩეველს მარკირების ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხურეს – NGO

2 ოქტომბერი, 2021 • 785
2 ამომრჩეველს მარკირების ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხურეს – NGO

გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად შეცდომით დაასხურეს სადეზინფექციო სითხე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის არჩევნების მონიტორინგის კოორდინატორის, დარეჯან გიორბელიძის თქმით, აღნიშნული დარღვევა სწორედ მათ მიერ იქნა გამოვლენილი.

მისივე თქმით, 10:30 საათვის ორგანიზაციას სულ სამი საჩივარი აქვს დაწერილი.

მისივე ცნობით, 07:00-დან 08:00-მდე, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები:
1. მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებლის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ. რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
2. ახალქალაქის 27-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .
3. გარდაბნის მე-11 უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
4. ახალქალაქის 54-ე უბანზე რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.
5. კრწანისის 24-ე უბანზე დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
6. მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
7. მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
8. გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს მარკირების სითხის ნაცვლად შეცდომით დაასხურეს სადეზინფენქციო სითხზე. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
9. მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.
10. გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
11. მარნეულის 22-ე უბანზე ამომრჩეველი, რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
12. მარნეულის 79-ე უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ, არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
13. კრწანისის მე-3 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.
14. გარდაბნის 61-ე უბანზე ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.
15. მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი