საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ კიდევ მილიონი დოზა შემოვიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა კეთდება 21-28 დღის ინტერვალით.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .