ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, საქართველოში 11 სექტემბერს “სინოფარმის” ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვა

8 სექტემბერი, 2021 • 1508
ტიკარაძის თქმით, საქართველოში 11 სექტემბერს  “სინოფარმის” ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  შაბათს, 11 სექტემბერს,საქართველოში “სინოფარმის” წარმოების  100 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს, 8 სექტემბერს ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ვაქცინები საქართველომ “წითელი ჯვრისგან” მიიღო საჩუქრად.

“გვაქვს სასახიარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც “სინოფარმს” ირჩევს. მადლობა მინდა გადავუხადო “წითელ ჯვარს”, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა “სინოფარმს” შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, ორშაბათიდან [13 სექტემბრიდან] კვლავ განახლდეს “სინოფარმზე” როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ მაღალი ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ამჟამად ვაქცინაციაზე რეგისტრაციის საიტის თანახმად, “ფაიზერზე” 366 558 ადგილია დარჩენილი, “სინოვაკზე” — 62 619, “ასტრაზენეკაზე” კი — 27 510. რაც შეეხება “სინოფარმს”, ახალი დოზების შემოსვლამდე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მათთვის, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.

8 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით აცრილია 30% და სრულად აცრილია 17.8%. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 27 011 აცრა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი