ახალი ამბები

საქართველომ სინოფარმის კიდევ 100 000 დოზა ვაქცინა მიიღო

12 სექტემბერი, 2021 • 724
საქართველომ სინოფარმის კიდევ 100 000 დოზა ვაქცინა მიიღო

11 სექტემბერს, გვიან ღამით, საქართველოს მთავრობამ მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა.

ვაქცინის ეს პარტია სახელმწიფომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან ნაჩუქრად მიიღო.

„სინოფარმის“  ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი