ახალი ამბები

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია განახლდა

13 სექტემბერი, 2021 • 872
“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია განახლდა

“სინოფარმის” წარმოების ვაქცინებზე რეგისტრაცია დღეიდან, 13 სექტემბრიდან განახლდა. რეგისტრაცია შესაძლებელია booking.moh.gov.ge-ზე.

საქართველოში 100 000 დოზა “სინოფარმი” 12 სექტემბერს შემოვიდა. ვაქცინის ეს პარტია სახელმწიფომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  საჩუქრად მიიღო.

„სინოფარმის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი