ახალი ამბები

მე და ჩვენი გუნდი არ დავუშვებთ ნაციონალური მოძრაობის რევანშს – ბუჩუკური

1 ოქტომბერი, 2021 • 3621
მე და ჩვენი გუნდი არ დავუშვებთ ნაციონალური მოძრაობის რევანშს – ბუჩუკური

გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მისი გუნდი “ნაციონალური მოძრაობის რევანშს არ დაუშვებს.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება, სახელმწიფო არ არის.

“დღეს რაც ხდება, ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის ქაოსი! პირადად მე და ჩვენი გუნდი არ დავუშვებთ ნაციონალური მოძრაობის რევანშს საქართველოში. ერთ მხარეს გაბოროტებული, რევანშის წყურვილით შეპყრობილები გვექაჩებიან უკან, წარსულში, მეორე მხარეს – სახედაკარგული, უსუსური და ურესურსო “ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სახელმწიფოს ინტერესებს, უბრალოდ, არაფრად აგდებს!

ორივე ერთად კი ქვეყანას აზიანებს ისე, რომ ამის გამოსწორებაში შეიძლება კიდევ მრავალი თაობა დაიკარგოს… სწორედ ამიტომ, ხვალ არჩევნებზე ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და არავის მივცეთ უფლება, პირადი ინტერესების გამო ეს ქვეყანა კიდევ მრავალი წელი ერთ მოჯადოებულ წრეზე ატრიალოს! ამისი დრო უბრალოდ აღარ გვაქვს!” – წერს ბუჩუკური ფეისბუკზე.


მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია.  მომდევნო საათებში სააკაშვილმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ის ბათუმში იმყოფება. ვიდეოების უკანა ფონზე მართლაც ჩანს ბათუმის ხედი.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხს, შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ხოლო „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ვიდეოები მონტაჟია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი