თუ თქვენ აპირებთ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ იცით ან გსურთ გადაამოწმოთ, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
- შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში.
ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენ შესახებ ასეთი მონაცემი დაგხვდებათ:
2. დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან. ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.
3. უბნის და ოლქის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას:
პირველ ილუსტრაციაში, ისრით ნაჩვენებ ადგილას თქვენ ხედავთ ციფრებს, რომელზეც მოცემულია იმ საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას. მაგალითად, ილუსტრაციაზე ნაჩვენები ამომრჩევლის ნომერი: 05.70 ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს თბილისი მე-5 საარჩევნო ოლქის 70-ე უბანზე.
- ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ თვალი ადევნეთ netgazeti.ge-ზე განახლებად რეჟიმში.
- თუ საარჩევნო უბნებზე შეამჩნიეთ რაიმე დარღვევა, ან იციდენტის თვითმხილველი გახდით, დაგვირეკეთ ან გამოგვიგზავნეთ ფოტო, ან ვიდეო, ან მოკლე ინფორმაცია:
- email: info@netgazeti.ge netgazeti.ge@gmail.com, ტელეფონი: [032]2 960830