ახალი ამბები

ეს საპარლამენტოს დონის არჩევნებია – ევროპარლამენტარი

30 სექტემბერი, 2021 • 793
ეს საპარლამენტოს დონის არჩევნებია – ევროპარლამენტარი

2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელ ევროპარლამენტართა დელეგაციის ნაწილი უკვე საქართველოშია.

მათ შორისაა ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელმაც თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ისინი გააკონტროლებენ, რომ არ განმეორდეს ბოლო არჩევნებზე მომხდარი მანიპულაციები.

“ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არაა, ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

გრეგოროვამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების დღეს მისი დაბრუნება სტაბილურობას არ მოიტანს.

“მჯერა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. არ ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება. ეს კი ისაა, რაც მას არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე, მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის ჩამოვა, დაბრუნდება უფრო ჩუმად და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება”, – განაცხადა გრეგოროვამ.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებს შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება.

საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად 7 ევროპარლამენტარი ჩამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი