ახალი ამბები

ექიმი, რომელიც 60+ პირებს აცრაში დაარწმუნებს, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს — გაბუნია

28 სექტემბერი, 2021 • 1618
ექიმი, რომელიც 60+ პირებს აცრაში დაარწმუნებს, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს — გაბუნია

ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელიც 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობას აცრაში დაარწმუნებს, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალმა ყველა მოქალაქემ ვაქცინაცია ჩაიტაროს, რადგან მათთან ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი გართულებებია და არასასურველი გამოსავლების რისკი არსებობს.

“ჯანდაცვის სამინისტრო დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას.

ეს ნიშნავს, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას და აიცრება, ანაზღაურება მოხდება შესაბამისად ოჯახის ექიმის და ექთნის იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი