ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუქი ჩაუქრეს

17 სექტემბერი, 2021 • 999
„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუქი ჩაუქრეს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუქი ჩაუქრეს და მოსახლეობამ შეხვედრა მობილური ტელეფონების სანათით გაანათა.

მათივე ცნობით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრა 16 სექტემბრის საღამოს ოქროყანაში, სპორტულ მოედანზე გაიმართა.

“მას შემდეგ, რაც პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატთან შესახვედრად დიდი რაოდენობის მოქალაქეები შეიკრიბნენ, მოედნის განათება ყველასთვის მოულოდნელად გაითიშა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი განათება აღდგა. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა”, — აცხადებენ პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი