ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 717 ტესტით კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 14 სექტემბრისთვის 8.54% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 287 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისში – 1 167;
- აჭარა – 220;
- იმერეთი – 498;
- ქვემო ქართლი – 194;
- შიდა ქართლი – 279;
- გურია – 71;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339;
- კახეთი – 272;
- მცხეთა-მთიანეთი – 93;
- სამცხე-ჯავახეთი – 46;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 772, საიდანაც 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 428, აჭარაში – 664, იმერეთში – 1 046.
ამ ეტაპზე მძიმეა 1 387 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში – 167, იმერეთში – 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 29, იმერეთში – 25.