28 აგვისტოდან 2 სექტემბრის შუალედში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დროის მოცემულ შუალედში სულ ჩატარდა 73 436 ტესტი, შესაბამისად დადებითობის მაჩვენებელმა ერთკვირიან პერიოდში 17.41% შეადგინა.
რაც შეეხება 14 დღის შუალედში დადებითობის მაჩვენებელს, ორკვირიან პერიოდში ამ მაჩვენებელმა 17.67% შეადგინა.
გასულ კვირას ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალობის მაჩვენებელი 1% რჩება.