ახალი ამბები

4 ტელეკომპანია გახარიას, მელიას და კალაძეს დებატებისთვის ერთიან ეთერს სთავაზობს

11 სექტემბერი, 2021 • 1727
4 ტელეკომპანია გახარიას, მელიას და კალაძეს დებატებისთვის ერთიან ეთერს სთავაზობს

ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასია თბილისის მერობის სამ კანდიდატს: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას საჯარო დებატებზე იწვევენ.

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე”, – ნათქვამია ფორმულას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორმულას ცნობით, ეს სამი კანდიდატი  ბოლო კვლევების თანახმად მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ და მათი დებატებში მიწვევის მიზეზიც ესაა.

მელია და კალაძე დებატებში გიორგი გახარიამ გამოიწვია, თუმცა კალაძემ განაცხადა, რომ არამხოლოდ გახარიასა და მელიასთან, არამედ ყველა კანდიდატთან ერთად გეგმავს დებატებს. დებატებში მხოლოდ კაცი კანდიდატების შესაძლო მონაწილეობა გააპროტესტა მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, რომელიც ამბობს, რომ მასაც აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა და სურს დებატებში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი