ახალი ამბები

ლილოს მიმდებარედ მუშა დაიღუპა

9 სექტემბერი, 2021 • 741
ლილოს მიმდებარედ მუშა დაიღუპა

9 სექტემბერს თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მთავარი არხის“ ცნობით, მუშა ნანგრევებში მოყვა და ამის შედეგად გარდაიცვალა.

შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2010-2020 წლებში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 484 და დაშავდა 1287 ადამიანი.

წყარო: ჯანდაცვის და შრომის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი