ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა

31 აგვისტო, 2020 • 1527
ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა

ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა. როგორც “ნეტგაზეთს”  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, ჭიათურის ერთ-ერთ მაღაროში მუშას ტრაქტორმა 8 დღის წინ გადაუარა.

მისივე ინფორმაციით, მუშა 4 დღე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც დოლაბერიძემ განაცხადა, პროფკავშირებმა “ჯორჯიან მანგანეზისგან” კვლევის კომისიაში ჩართვის თანხმობა ვერბალურად მიიღეს და როდესაც კომისია მუშაობას დაიწყებს, დადგინდება, კონკრეტულად რა ვითარებაში დაშავდა მუშა.

“ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა და უწყების კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.