ახალი ამბები

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე სიის ათეული დაასახელა

8 სექტემბერი, 2021 • 1092
ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე სიის ათეული დაასახელა

“ლეიბორისტულმა პარტიამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს სიის ათეული დაასახელა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

ნათელაშვილის თქმით, “ლეიბორისტული” პარტიის სიის ათეულის წევრები ასევე იქნებიან პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში.

“ლეიბორისტების” მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან:

  1. ტარიელ კალანდარიშვილი გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  2. მარიამ გოჩელაშვილი, თბილსიის ვიცე-მერობის და სამგორის მაჟორიტარობის კანიდატი;
  3. მამუკა ჯუღელი – ვიცე მერობის და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  4. დავით გილაძე – ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  5. თეკლა ალანია – სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  6. გიორგი დვალაშვილი – მთაწიმნის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  7. ია სირანაშვილი – საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი;
  8. მარიამ გურგენიძე – ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  9. ქეთევან გაზდელიანი – ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  10. ვლადიმერ მარყიაშვილი – დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატი ამ არჩევნებზე “ლეიბორისტული პარტიიდან” მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ნომრად კი ლაშა ჩხარტიშვილია დასახელებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი