ახალი ამბები

ქუთაისის “ტორპედოსაც” მალე ალბათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად ვიხილავთ — კუჭავა

5 სექტემბერი, 2021 • 1481
ქუთაისის “ტორპედოსაც” მალე ალბათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად ვიხილავთ — კუჭავა

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ქალაქის მოსახლეობას “ბევრ წარმატებას” დაჰპირდა და თქვა, რომ “ქუთაისის “ტორპედოსაც” მალე ალბათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად” ვიხილავთ.

მისი სიტყვებით, “ქართული ოცნება უალტერნატივო არის ამ არჩევნებისთვის”.

“ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, ყველა მიმართულებით, არამხოლოდ განათლება. ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა იმ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის აღდგენა თუ კიდევ უფრო გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი”, — დასძინა მან და იქვე დაამატა:

“ვიხილავთ ქუთაისის ტორპედოსაც მალე ალბათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს და ბევრი სხვა წარმატება, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, რომლითაც ხდება ამ ქალაქის განვითარებას”.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი