ახალი ამბები

კახა კუჭავა პარლამენტსაც ტოვებს

24 დეკემბერი, 2021 • 2311
კახა კუჭავა პარლამენტსაც ტოვებს

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს, 24 დეკემბერს თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას პარტიაში გააგრძელებს. უფრო მოგვიანებით კი გახდება ცნობილი, კონკრეტულად რას გააკეთებს.

მოგვიანებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა, რომ კუჭავა პარლამენტსაც ტოვებს. კუჭავას საკანონმდებლო ორგანოში გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კი- უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი