ახალი ამბები |

“რატომ მხოლოდ ორ ადამიანს?” – კალაძე დებატებს ყველა კანდიდატთან აპირებს

3 სექტემბერი, 2021 | | 879
“რატომ მხოლოდ ორ ადამიანს?” – კალაძე დებატებს ყველა კანდიდატთან აპირებს

“რატომ მხოლოდ ორ ადამიანს? უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა’,  – ეს განცხადება გააკეთა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას საპასუხოდ, რომელმაც დებატებში კალაძე და ნიკა მელია გამოიწვია.

კალაძის თქმით, მისთვის გახარია არაფრით განსხვადვება “რიჩარდისგან, ხოლო ნიკა მელია – ანა დოლიძისგან”, ამიტომ, დედაქალაქის მოქმედი მერის პოზიციაა, რომ დებატებში ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და არამხოლოდ სამმა.

კალაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ შეიქმნება შესაბამისი მედიაპლატფორმა, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატი შეძლებს დებატს.

გახაარიამ მერია და კალაძე დებატებში მას შემდეგ გამოიწვია, რაც ყოფილმა პრემიერმა საკუთარი თავი მერობის კანდიდატად დაასახელა. ექსპრემიერის ეს შეთავაზება გააკრიტიკა მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მასაც სურს დებატებში მონაწილეობის მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი