ახალი ამბებირეკლამა

სად ვუყუროთ უახლეს სერიალებს მაღალი ხარისხით და საუკეთესო გახმოვანებით?!

26 აგვისტო, 2021 •
სად ვუყუროთ უახლეს სერიალებს მაღალი ხარისხით და საუკეთესო გახმოვანებით?!

თუ სერიალები და ფილმები, რომელსაც ეძებთ HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, sky,  ABC Studios, Sony, BBC  სტუდიებშია შექმნილი, მაშინ ის აუცილებლად იქნება სილქნეტის კინოკატალოგში Amediateka. 

კატალოგში ფილმები და სერიალები მაღალი გარჩევადობისაა, აქვს საუკეთესო ხარისხის გახმოვანება, გააჩნია დამახსოვრების ფუნქცია, შეგიძლიათ შეუცვალოთ ენა  და ორიგინალის ენაზე გადაიყვანოთ ფილმი ან სერიალი. რაც მთავარია, ყველა ვიდეო  მომაბეზრებელი სარეკლამო ჭრის გარეშეა.  

სილქნეტის კინოკატალოგიდან თქვენთვის შევარჩიეთ უახლესი მინი დეტექტივები, რომელთაც მაღალი რეიტინგი აქვთ და თითოეულის ნახვას სულ რაღაც 5 საათზე ოდნავ მეტს მოანდომებთ.

Mare of Easttown/მეირი ისთაუნიდან

პენსილვანიის პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობენ. კრიმინალური დრამა ყოველგვარი მისტისკის გარეშე ვითარდება. მეირი არც იდეალური გამომძიებელია და არც იდეალური ქალი. განქორწინებულია, შვილი ახალი გარდაცვლილი ჰყავს და შესაძლოა მალე შვილიშვილზე უფლებები წაართვას რძალმა. მიუხედავად უამრავი პირადი პრობლემისა, მას არ უჭირს საქმეზე კონცენტრირება.

ამბობენ, ამ როლზე მუშაობისას, ქეით უინსლეთი (მეირი) რამდენიმე თვე პენსილვანიის შტატის გამომძიებლებთან გადიოდა კონსულტაციებს. გადაღებებზე აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას ითავსებდა და დამწყებ მსახიობებს ყოველგვარ დახმარებას უწევდა. 

The Undoing/ გაუქმება

ნიკოლ კიდმანის და ჰიუ გრანტის ტანდემმა რეზონანსული გახადა  ეს დრამა. ყოველ ეპიზოდზე ტემპერატურა იწევს და არ იცი რას უნდა ელოდო მომდევნო სერიაში. სასიყვარულო სამკუთხედი, სასტიკი დანაშაული, ბევრი ტყუილი და ინტრიგა ერთმანეთში აირევა. 

Your Honor/ბატონო მოსამართლე

ბრაიან კრესტონის გმირი, ბევრი მას სერიალიდან Breaking Bad იცნობს, პატივსაცემი მოსამართლეა. მას მაღალი ავტორიტეტი აქვს და ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა, როცა დანაშაული მის შვილს ეხება, ის ეძებს გზებს რომ ხელი დააფაროს კრიმინალს.  მეორე სეზონი დაანონსდა, მანამდე კი შეგიძლიათ დასრულებული სეზონი SilkTV-ის Amediateka-ში ნახოთ.

The Beast Must Die/ ურჩხული უნდა მოკვდეს

როცა სასოწარკვეთილი დედა იგებს, რომ მისი ერთადერთი შვილის მკვლელობაზე საგამოძიებო მოქმედებები აღარ გაგრძელდება, თავად გადაწყვეტს დამნაშავე მოძებნოს, დაუახლოვდეს და იდეალური შურისძიება დაგეგმოს. 

The Outsider/უცხო

ერთია, როცა სტივენ კინგი აღწერს სასტიკ მკვლელობას რომანში და მეორეა, როცა ამას სერიალად იღებენ და ამით მისტიკასთან გაახლოებენ. როცა საქმე ბავშვის მკლელობას ეხება, იქ მეტი ემოციაა, მეტი დრამა. მოემზადეთ ფსიქოლოგიური თრილერისთვის!

[blue_box]როგორ ვისარგებლოთ სილქნეტის კინოკატალოგით Amediateka?[/blue_box]

თუ ხარისხიან, შინაარსიან, მაღალრეიტინგულ სერიალებსა და ფილმებს ეძებთ, სილქნეტის Amediateka-ს  კინოკატალოგი თქვენს განკარგულებაშია.  ახლა აქციაა და შეგიძლიათ უფასოდ ჩაერთოთ  სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, აირჩიოთ ინტერნეტ პაკეტი და საჩუქრად მიიღოთ Silk TV-ის ორასზე მეტი არხი, ამასთან,  გაიაქტიუროთ Amediateka თვეში 3 ლარად – HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, sky, Sony, BBC მსოფლიო პრემიერებით.

კინომოყვარულებს შეუძლიათ, ქსელში ჩართვის გარეშე, კინოკატალოგზე წვდომა ჰქონდეთ ვებ-ით www.silktv.ge და აპლიკაციით SilkGO.

მასალების გადაბეჭდვის წესი