ახალი ამბები

ნინო ბაციაშვილი და სხვები — ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში

25 აგვისტო, 2021 • 1956
ნინო ბაციაშვილი და სხვები — ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 აგვისტოს, ბათუმში, თავისი პარტიის გუნდი წარადგინა, რომელიც აჭარაში არჩევნებზე იბრძოლებს.

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ირაკლი მიქელაძე.

გიორგი გახარიამ დღესვე აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც დაასახელა:

  • შალვა გოგიტიძე – შუახევის მერობის კანდიდატი, ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
  • ჯუმბერ ბერიძე — ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
  • ელგუჯა ნაკაშიძე — ქედის მერობის კანდიდატი, აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი
  • ირაკლი ბერიძე — ქობულეთის მერობის კანდიდატი, იურისტი
  • გია აბულაძე — ხულოს მერობის კანდიდატი, ექიმი

გიორგი გახარიამ დღესვე დაასახელა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სია წარადგინა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას პარტიაში ბათუმის მაჟორიტაროებისთვის 2 ქალი იბრძოლებს.

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები:

  1. მინდია დევაძე — აეროპორტი, გონიო, კვარიათი
  2. დავით თავართქილაძე – ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება
  3. ბექა წუწუნავა — მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება
  4. თამილა ფაღავა — ყოფილი ოცნების წევრი
  5. ჯემალ ანანიძე — აღმაშენებლისა და შემოერთებული ტერიტორიების მაჟორიტარი, ბათუმის ყოფილი მერი
  6. ლაშა ქობულია — ბონისა და ბაგრატიონის დასახლება, მეზღვაური
  7. ნაზი აბაშიძე — ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება, პოლიგლოტი, საუბრობს 16 ენაზე

პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სია ბათუმში კი ასე გამოიყურება:

  1. ნინო ბაციაშვილი [დიდოსტატი ჭადრაკში]
  2. აკაკი გვიანიძე
  3. ირაკლი თავდგირიძე
  4. თამილა ფაღავა
  5. დიმიტრი ჭეიშვილი
  6. სულიკო გოგილაშვილი
  7. ნატალია ძიძიგური
  8. გოჩა მელაძე
  9. გივი გოგიტიძე
  10. ალექსანდრე დავითაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი