იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის მოქალაეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 1522-ზე.
ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.