ახალი ამბები

ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე ყველა მასწავლებელი აიცრა

17 აგვისტო, 2021
ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე ყველა მასწავლებელი აიცრა

ზუგდიდში კორონავირუსსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ყველა დამსწრე მასწავლებელი აიცრა. შეხვედრას 60-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს. მას ადასტურებენ UNICEF-შიც.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მასზე მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, ჯანდაცვის ექსპერტებისთვის კითხვები დაესვათ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი  – 6 208-ია. გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი.

ტიკარაძის თქმით, კლინიკებში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია

მასალების გადაბეჭდვის წესი