დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ეტაპზე ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ დიღმის ოლიმპიურ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. მათი თქმით, დამატებით დეტალებზე უწყება უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 481 578 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 421 532 გამოჯანმრთელდა, 6 406 კი გარდაიცვალა. ყოველდღიურად ქვეყანაში რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა დასტურდება.
არაერთი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი ამბობს, რომ ამგვარ დატვირთვას საავადმყოფოები უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ და საველე ჰოსპიტალი აუცილებლად უნდა მოეწყოს.
უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა – ენდელაძე