ახალი ამბები

51% საქართველოში ვადამდელ არჩევნებს ემხრობა – IRI

2 აგვისტო, 2021 • 758
51% საქართველოში ვადამდელ არჩევნებს ემხრობა – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა. მათ შორის 29% ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ცალსახად ემხრობა, 22% კი, გარკვეულწილად.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, საერთო ჯამში, ვადამდელ არჩევნებს ეწინააღმდეგება 39%. მათ შორის ცალსახად ეწინააღმდეგება 27%, გარკვეულწილად კი- 12%. კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა ან უპასუხა, რომ არ იცის, გამოკითხულთა 10%-მა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი