ახალი ამბები

ამერიკელი ექიმი: ინტუბაციამდე ვაქცინას მთხოვენ, მაგრამ უკვე დაგვიანებულია

23 ივლისი, 2021 • 19698
ამერიკელი ექიმი: ინტუბაციამდე ვაქცინას მთხოვენ, მაგრამ უკვე დაგვიანებულია

ამერიკელი ექიმი ალაბამას შტატიდან, მედიცინის დოქტორი ბრიტნი კობია წერს, რომ ბოლო დროს საავადმყოფოებში გადაჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული „ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები“.

„ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში იგი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პაციენტის ბევრ ნათესავს ვირუსი და ვაქცინაცია „ტყუილი“ ეგონათ და მიაჩნდათ, რომ „კონკრეტული სისხლის ჯგუფის ან კანის ფერის გამო“ მძიმედ არ დაინფიცირდებოდნენ.

„ნეტგაზეთი“ მისი პოსტის თარგმანს გთავაზობთ:

„ბოლო დროს დიდი პროგრესი მაქვს ვაქცინაციისკენ მოწოდების საქმეში. გინდათ იცოდეთ, როგორ?

ჩვენთან საავადმყოფოში გადმოჰყავთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები დაავადების სერიოზული [სიმძიმით].

ერთ-ერთი ბოლო რამ, რასაც ინტუბაციამდე აკეთებენ – ვაქცინას მთხოვენ. მათ ხელს ვიჭერ და ვეუბნები, რომ ვწუხვარ, მაგრამ უკვე დაგვიანებულია.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გარდაცვალების დროს ვაფიქსირებ, ვეხუტები მათი ოჯახის წევრებს და ვუებნები, რომ გარდაცვლილისთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ვაქცინაცია და ამისკენ ყველა ნაცნობის მოწოდებაა.

ისინი ტირიან, მეუბნებიან, რომ არ იცოდნენ. მეუბნებიან, რომ ეგონათ, თითქოს ეს ყველაფერი ტყუილი იყო, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი. ეგონათ, რომ კონკრეტული სისხლის ჯგუფის თუ კანის ფერის გამო მძიმედ არ დაინფიცირდებოდნენ. ეგონათ, „უბრალოდ გრიპი“ იყო.

თუმცა ცდებოდნენ. უნდათ, უკან დაბრუნების შესაძლებლობა იყოს, მაგრამ არ არის. მადლობას მიხდიან და იცრებიან.

მე კი ვბრუნდები ჩემს კაბინეტში და ვლოცულობ, რომ ეს გარდაცვალება უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს.

ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება იყოს“.


იხილეთ აგრეთვე:

საქართველოში, 23 ივლისის მონაცემით, სულ ჩატარდა 289,399 აცრა, სრულად აცრილია 113,895 ადამიანი.

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: booking.moh.gov.ge

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეტალური სტატისტიკა იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალაში:


გარეკანის ფოტო: NBC News

მასალების გადაბეჭდვის წესი