ახალი ამბები

განიხილება თუ არა აჩი არველაძე გახარიას პარტიის მერობის კანდიდატად – ქემოკლიძის პასუხი

21 ივლისი, 2021 • 2170
განიხილება თუ არა აჩი არველაძე გახარიას პარტიის მერობის კანდიდატად – ქემოკლიძის პასუხი

პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე კითხვაზე, განიხილავენ თუ არა არჩილ (აჩი) არველაძეს თბილისის მერობის კანდიდატად, აცხადებს, რომ ეს საკითხი უახლოეს რამდენიმე კვირაში გადაწყდება.

„პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნლისტმა ქემოკლიძეს ჰკითხა, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტიის „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უპასუხა:

„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება. დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს პასუხი ნიშნავს თუ არა, რომ არველაძის კანდიდატურაც განიხილება, უპასუხა: „განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე“.

„მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება“, – თქვა მან.

დღესვე, რამდენიმე საათით ადრე, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია აქტიურად მუშაობს თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევაზე.

2021 წლის მაისში ყოფილმა ფეხბურთელებმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა უარყვეს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან რომელიმე მათგანი თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა.

არველაძეები უარყოფენ, რომ გახარიას გუნდში იქნებიან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი