ახალი ამბები

არველაძეები უარყოფენ, რომ გახარიას გუნდში იქნებიან

11 მაისი, 2021 • 1201
არველაძეები უარყოფენ, რომ გახარიას გუნდში იქნებიან

ყოფილი ფეხბურთელები, შოთა და არჩილ არველაძეები უარყოფენ, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან რომელიმე მათგანი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

ამასთან, ძმები არველაძეები ამბობენ, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებენ.

კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს გიორგი გახარიას, შოთა არველაძე პასუხობს:

“მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები… არ მაინტერესებს. მაქვს ჩემი საქმე… ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს ცუდი, ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორი აქტიურიც დღემდე ვიყავი. მე ჩემს თავს ვერ ვხედავ[პოლიტიკაში] და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ”, – განაცხადა შოთა არველაძემ.

ძმის მსგავსად არჩილ არველაძეც ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური გეგმა არ აქვს. მისი თქმით, გიორგი გახარიასგან შეთავაზება არ ჰქონიათ.

მას შემდეგ, რაც ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატად გახარიას გუნდიდან ძმები არველაძეებიდან რომელი დასახელებულიყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი