ახალი ამბები

ისრაელმა საქართველი წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

16 ივლისი, 2021 • 3407
ისრაელმა საქართველი წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელის გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო გადაინაცვლებს წითელი ქვეყნების სიაში, საიდანაც დაბრუნებულებს ისრაელში შესვლისას სრული კარანტინის გავლა მოუწევს.

ისრაელმა დღეიდან, 16 ივლისიდან, ქვეყანაში შემსვლელი ყველა მგზავრისთვის, ვაქცინირებულების და კოვიდგადატანილების ჩათვლით, 24-საათიანი თვითიზოლაციის წესი შემოიღო. ეს დრო შეიძლება შემცირდეს, თუ ისინია უფრო ადრე მიიღებენ კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს. ამასთან, აიკრძალა ფრენები ესპანეთიდან და ყირგიზეთიდან.

ამავდროულად, 7-დღიანი სრული კარანტინის გავლა მოუწევთ მათ, რომლებიც კორონავირუსების შემთხვევების მაღალი რაოდენობის მქონე 15 ქვეყნიდან ბრუნდებიან. ეს ქვეყნებია: გაერთიანებულ არაბთა საამიროები, სეიშელები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გუატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტრა რიკა და ტუნისი.

23 ივლისიდან კი ამ სიას დაემატება გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი