ახალი ამბები

ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

16 ივლისი, 2021 • 3433
ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” ლიდერი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მისმა მეუღლემ, ლიკა კასრაძემ დაუდასტურა.

კასრაძის თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა მახარაძის სახლის ჩხრეკა. სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური პროტესტის ლიდერების სახლებს ჩხრეკდნენ, თავდაპირველად “რუსთავი2”-მა 16 ივლისს, დილით გაავრცელა. ტელეარხის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებშიც.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, თუმცა უწყებაში სახელებსა და გვარებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში — “ალტ ინფო”

პოლიცია ჩხრეკს ფალავანდიშვილის, მახარაძისა და მორგოშიას სახლებს – რ2

მასალების გადაბეჭდვის წესი