ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი აცხადებს, რომ გახელაძე პატრიარქი კირილის თხოვნით შეიწყალა

14 ივლისი, 2021 • 1710
ბიბილოვი აცხადებს, რომ გახელაძე პატრიარქი კირილის თხოვნით შეიწყალა

ოსური მედიის ცნობით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა, რის შემდეგაც, როგორც ოსური სახელისუფლებო მედია წერს, ბიბილოვმა გასცა განკარგულება, საქართველოში დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქის, ვ.გობოზოვის სანაცვლოდ, ზაზა გახელაძე გაეთავისუფლებინათ.

ვ. გობოზოვი, როგორც ოსური მხარე აცხადებს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს ქართულ მხარეს იხდიდა.

ამასთან, ცხინვალის ინფორმაციით, გათავისუფლების ცნობის მიღებისას ზაზამ გახელაძემ ბოდიში მოიხადა და ჰუმანური დამოკიდებულების გამო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ცხინვალის ცნობით, ზაზა გახელაძეს ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ვ. გობოზოვი უკვე სახლში იმყოფება.

ზაზა გახელაძე ბიბილოვმა შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი