ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაზა გახელაძე ბიბილოვმა შეიწყალა

14 ივლისი, 2021 • 1636
ზაზა გახელაძე ბიბილოვმა შეიწყალა

გამყოფ ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

შესაბამისი ბრძანებულება ბიბილოვმა დღეს გამოსცა და ძალაში დღეიდანვე შევიდა.

ნეტგაზეთი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს დადგენას, თუ კონკრეტულად როდის დაუბრუნდება ზაზა გახელაძე ოჯახს.

ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს. იგი აქამდე ცხინვალის საპყრობილეში რჩებოდა.

ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი