ახალი ამბები

აქცია მედიის სოლიდარობისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნით [ფოტოები]

11 ივლისი, 2021 • 1826
აქცია მედიის სოლიდარობისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნით [ფოტოები]

მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა ადამიანები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და მედიის სოლიდარობის მიზნით დღეს, 11 ივლისს, აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომა და დასჯაა, რასაც უნდა მოჰყვეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ არათუ ვერ დაიცვა მედია ძალადობისგან, არამედ, ხელი შეუწყო და წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს საპატრიარქოს მოწოდებით შეიკრიბნენ და მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

დღევანდელი აქციის ბიძგი გახდა ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს 11 ივლისის აქციიდან.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი