ახალი ამბები

ლაშქარავას ცემის საქმეზე ბრალდებულებს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

4 აპრილი, 2022 • 1090
ლაშქარავას ცემის საქმეზე ბრალდებულებს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა

  • დავით კუტალაძე – 5 წლით პატიმრობა;
  • ოთარ გელაშვილი – 5 წლით პატიმრობა;
  • ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით პატიმრობა;
  • გია გიგუაშვილი – 5 წლით პატიმრობა;
  • თირნიკე დავლაშერიძე – 5 წლით პატირობა;
  • აკაკი ნაკაშიძე – 5 წლით პატიმრობა.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი