ახალი ამბებირეკლამა

მალე დაბა შუახევს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

9 ივლისი, 2021 • 1298
მალე დაბა შუახევს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“-ს მიერ 2021 წლის 09 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩა N49ბ-ში მდებარე (ს/კ 24.02.32.063.028) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის მოწყობა, შესაბამისი სადრენაჟე სისტემებით. ასევე გათვალისწინებულია 500 ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნის, მათ შორის შშმპ პირთათვის განკუთვნილი პანდუსებით მოწყობილი სამაყურებლო ადგილებით, სათადარიგო ფეხბურთელთა და მწვრთნელთა დასაჯდომების, ფეხბურთისა და რაგბის კარებების, გასახდელებისა და საშხაპეების, გარე განათების, 198 გრძ. მეტრი საყრდენი კედლისა და დამცავი ბადეების მოწყობა, ასევე მოედნის სრული შემოღობვა.

შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 788 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

წინადადებების მიღება სრულდება 2021 წლის 30 ივლისს.

ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=410686&lang=ge

მასალების გადაბეჭდვის წესი