ახალი ამბები

ჩვენი სამრევლოს წევრი დასისხლიანებამდე სცემეს, მივიღეთ მუქარა, რომ დაგვარბევენ – ანგლიკანური ეკლესია

5 ივლისი, 2021 • 883
ჩვენი სამრევლოს წევრი დასისხლიანებამდე სცემეს, მივიღეთ მუქარა, რომ დაგვარბევენ – ანგლიკანური ეკლესია

“შეგვზარა დღეს მომხდარმა ძალადობამ, სამოქალაქო სიძულვილმა და უკონტროლობამ. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო მთავრობის მხრიდან უმოქმედობა, რომ აღეკვეთათ ძალადობრივი ჯგუფების აგრესია და ხელი შეეწყოთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რათა გამოეყენებინათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგლიკანური ეკლესია ავრცელებს.

“დღევანდელი დღის სიმწარე ჩვენი სამრევლოს ერთგულმა და აქტიურმა წევრმაც გამოსცადა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მღვდლის თანხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა.
ორმაგად დიდი საშიშროება ელის ჩვენს ეკლესიას, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც ჯვრისწერის წესსაც კი აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილებზე. ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, რადგან უკვე მივიღეთ მუქარის მესიჯები, რომ დაგვარბევენ.
ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და მშვიდობისათვის”, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.

გუშინ, 4 ივლისს საქართველოს ანგლიკანურმა თემმა “თბილისი პრაიდს” მხარდაჭერა გამოუცხადა.

მუსლიმთა სამმართველო, თბილისის სინაგოგა და ეზიდთა საბჭო პრაიდის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი