რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ქუჩაში თავს ჩოხოსანი დაესხა. როგორ დოლიძე წერს, შემთხვევა დღეს, 5 ივლისს, მოხდა, რა დროსაც თბილისში ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი აქცია იმართებოდა.
“ჩემი შვილიშვილი მოდიოდა ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობა, ლუკას და ორ მის მეგობარს, აი, ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ პროვიციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან ! ვინ საიდან მოდის და მიდის, უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა, სიბნელე და უბედურება! საით მიდიხართ, ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ “ქართველობას”? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!” — წერს ქეთი დოლიძე.
5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 37 წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც.