ახალი ამბები

„სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისას ძალადობრივი ჯგუფები ოპერატორს გაუსწორდნენ [ვიდეო]

5 ივლისი, 2021 • 1453
„სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისას ძალადობრივი ჯგუფები ოპერატორს გაუსწორდნენ [ვიდეო]

პარლამენტის მიმდებარედ საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ჰომოფობური და ძალადობრივი ჯგუფი მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას ცდილობს, ჩამსხვრეულია შუშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა შენობაში მათი ნაწილი მაინც შევიდა.

შესვლისას ისინი თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ოპერატორსა და ჟურნალისტს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა და მობილური ტელეფონები შეჭრისას დააზიანეს.

მოძალადეები “სირცხვილიას” არბევენ

❗❗ მოძალადეებმა „სირცხვილიას“ ოფისში ტვ პირველის კამერა დალეწეს, ჟურნალისტს კი მობილური ტელეფონი წაართვეს და დაუმტვრიეს, გადაღება რომ ვერ მოეხერხებინა
🆘🆘 პოლიცია ძალადობაზე არ რეაგირებს
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/6311-radikaluri-jgupebi-sirtskhvilias-opisshi-sheichrnen-da-pirvelebis-operatori

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Monday, July 5, 2021

“სირცხვილიას” ოფისის შესასვლელთან საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ჯგუფები რჩებიან.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი