ახალი ამბები

ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა ჩატარდეს, ჰომოფობური ჯგუფები მივიდნენ

1 ივლისი, 2021 • 942
ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა ჩატარდეს, ჰომოფობური ჯგუფები მივიდნენ

ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა ჩატარდეს, ულტრამემარჯვენე და ჰომოფობური განწყობების ჯგუფები მივიდნენ. მათი ნაწილი შესასვლელთან დგას და ცდილობს ღონისძიების მონაწილეები თუ სტუმრები შენობაში არ შეუშვას.

შეკრებილები ყვირიან და კვერცხებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს “თბილისი პრაიდის” ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი. მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს

მივიღებთ შესაბამის ზომებს 1 ივლისს “პრაიდის” ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად — შსს

გარეკანი ფოტო გადაღებულია 2019 წელს, Tbilisi Pride-ს პირველ ღირსების მარშზე შსს-თან. მას დღევანდელ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი